საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის სისტემა
2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრი

ყურადღება! გახსნილია დასკვნითი და დამატებითი გამოცდის დროითი ფანჯრები!

დასკვნითი გამოცდის დროითი ფანჯარა დაიხურება 23/07/2019 17:00!




II სემესტრის XX კვირის სასწავლო ცხრილი


აკადემიური ჯგუფების ცხრილი

პედაგოგების ცხრილი

აუდიტორიების და ლაბორატორიების დატვირთვა


2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე

გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!


როგორც თქვენთვის ცნობილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა.

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა გაგრძელდა 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით.



ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე

გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

 და შემდეგი დოკუმენტაცია:


ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) მცირეწლოვანი ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ს ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებების) მითითებით;

ე) სტუ-ს შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამის სტუდენტისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – სენატის სპიკერის შუამდგომლობა;

თ) ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი - შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

ი) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა. 



სტუდენტის სამახსოვრო

გილოცავთ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას! გისურვებთ წინსვლას, ახალ-ახალ მიღწევებს, ნაყოფიერად გამოგეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედები.

· 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი იწყება 8 ოქტომბერს და მოიცავს 20 კვირას. აქედან 15 კვირა არის სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები), ერთი კვირა ეთმობა შუასემესტრულ გამოცდას (მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური დადებითი - 7,5,), მე-17 კვირა – პროექტების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩაბარებას და/ან დასკვნითი გამოცდისათვის მზადებას, სამი  კვირა – სესიებს (დასკვნითი და დამატებითი გამოცდები. მაქსიმალური ქულაა 40, მინიმალური - 10). დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში არანაკლებ მინიმალური (მიმდინარე აქტივობის 15, პრაქტიკის შემთხვევაში 30, შუასემესტრული გამოცდის 7,5) ქულების დაგროვება. თითოეული სასწავლო კურსი ჩაითვლება ჩაბარებულად არანაკლებ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. 

გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, სრულფასოვნად ჩაერთეთ სასწავლო პროცესში, რათა არ დაკარგოთ მიმდინარე აქტივობის შეფასებები (მაქს. 30, მინ. - 15);

· წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;

· დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;

· სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;

· სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;

· წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;

· სწავლების მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;

· სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ საინტერესო სტუდენტურ სერვისებს - მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც სპორტული, ასევე გასართობი და შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა. შ.;

· ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;

·   უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;

·  სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ - მიღწეული შედეგების გაცნობა;

·    ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;

· პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;

· სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!



2018/2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასწავლო განრიგის შესახებ